суббота, 18 марта 2017 г.

გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში

თემა: ყვავილი
მიზანი: დააკვირდება და აღწერს ყვავილის ძირითად ნაწილებს და მათ ფუნქციებს. კვლევისა და სააზროვნო უნარ-ჩვევის განვითარება.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
ბუნ.V.I. მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
  • სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნით განსხვავდებიან ყვავილოვანი მცენარეები სხვა მცენარეებისგან.
  • იკვლევს ყვავილის ძირითად ნაწილებს და მათ ფუნქციებს მცენარის გამრავლებას უკავშირებს.
  • ასრულებს ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს (გამადიდებელი ხელსაწყოები) მცენარის ორგანოების აგებულების შესასწავლად და დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ნახატის სახით.
  • მოცემული ინსტრუქციის მიხედვით იკვლევს, თუ რა საკვები წარმოიქმნა ფოთოლში მზის ენერგიის ხარჯზე.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1: ვიდეო ჩვენება  (5 წთ)
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ყვავილოვანი მცენარეები. ვაჩვენებ მოსწავლეებს ყვავილოვანი მცენარეების ვიდეოს.
აქტივობა 2: პრაქტიკული სამუშაო წყვილებში-"ყვავილის აგებულება" (10 წთ) 
ბავშვებს ვურიგებ ყვავილოვან მცენარეებს , სადაც ისინი ვიზუალურად არჩევენ ერთმანეთისგან ყვავილის ნაწილებს.
აქტივობა 3: მუშაობა სახელმღვანელოზე (5 წთ) 
იხილეთ გაკვეთილი #11. გვერდი 30
აქტივობა 4: საკლასო საუბარი (7 წთ) 
ვესაუბრები ბავშვებს თუ როგორ წარმოიქმნება და სად წარმოიქმნება ყვავილი, ასევე თუ რა ნაწილებისგან შედგება ის ( ჯამის ფოთოლი, გვირგვინის ფურცელი, მტვრიანები, ბუტკო)
აქტივობა 5: განხილვა-მსჯელობა (15 წთ)
ბავშვები ისაუბრებენ იმაზე თუ რა საერთო ნიშნები აქვს ყვავილოვანი მცენარეების ყვავილს. შეადარებენ მცენარეების : ვარდის ზამბახის, გოგრის ყვავილებს.
საშინაო დავალება:
მოიძიონ ინფორმაცია გაზაფხულის ფურისულაზე (3 წთ)
შეფასება: განმსაზღვრელი, საკლასო მუშაობის შეფასების რუბრიკის მიხედვით
რესურსები: ბუნებისმეტყველების სახელმძრვანელო, ავტორი ლ. შალვაშვილი. სამუშაო რვეული, საწერი კალამი, ფოტოილუსტრაციები, პროექტორი.

суббота, 11 марта 2017 г.

პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: "წყალი სიცოცხლეა"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2-წინადადებით: ინფორმაციის მოპოვება სასმელი წყლის სისუფთავეზე. გამოიკვლევენ სოფ.კორცხელში სასმელი წყლის პრობლემების გადასაწყვეტად არსებული სუფთა წყლის რესურსების ადგილმდებარეობას და გამოყენების შესაძლებლობებს.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და იზრუნებენ წყლის სისუფთავეზე.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის და პრეზენტაციის უნარი. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
  5. მონაწილეთა ასაკი: 17 წელი
  6. ვადები/ხანგძლივობა: ერთი თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა ჯგუფი ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს. მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას. მოსწავლეთა ჯგუფი ერთად აკეთებენ სლაიდს. მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3-ჯგუფად ირჩევენ სამუშაო თემას და ფუნქციებს ინაწილებენ. აქტივობა 1. პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის შესახებ. აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. აქტივობა 2-მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის დანიშნულებაზე, მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში. აქტივობა 3-შეეცდებიან გამოიკვლიონ სასმელი წყლის პრობლემები, მოიძიებენ სუფთა წყლის საბადოებს სოფ კორცხელში.
  10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმ.VIII. 6.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა კლასიფიცირება, ნარევის კომპონენტებად დაყოფა. მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების გამოყენების შესახებ.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო შენგელია
  12. ხელმძღვანლის ელ. ფოსტა: shengelianino09@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninoshengelia1.blogspot.com