- პროექტის სახელწოდება: "წყალი სიცოცხლეა"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2-წინადადებით: ინფორმაციის მოპოვება სასმელი წყლის სისუფთავეზე. გამოიკვლევენ სოფ.კორცხელში სასმელი წყლის პრობლემების გადასაწყვეტად არსებული სუფთა წყლის რესურსების ადგილმდებარეობას და გამოყენების შესაძლებლობებს.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და იზრუნებენ წყლის სისუფთავეზე.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის და პრეზენტაციის უნარი. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
- მონაწილეთა ასაკი: 17 წელი
- ვადები/ხანგძლივობა: ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა ჯგუფი ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს. მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას. მოსწავლეთა ჯგუფი ერთად აკეთებენ სლაიდს. მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3-ჯგუფად ირჩევენ სამუშაო თემას და ფუნქციებს ინაწილებენ. აქტივობა 1. პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის შესახებ. აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. აქტივობა 2-მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის დანიშნულებაზე, მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში. აქტივობა 3-შეეცდებიან გამოიკვლიონ სასმელი წყლის პრობლემები, მოიძიებენ სუფთა წყლის საბადოებს სოფ კორცხელში.
- საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმ.VIII. 6.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა კლასიფიცირება, ნარევის კომპონენტებად დაყოფა. მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების გამოყენების შესახებ.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო შენგელია
- ხელმძღვანლის ელ. ფოსტა: shengelianino09@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninoshengelia1.blogspot.com
суббота, 11 марта 2017 г.
პროექტი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий